
გადაცემა „რადიო დუეტის“ სტუმარი მომღერალი ანი ბახტაძე იყო, ანი ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორის ლილიკო ნემსაძის ქალიშვილია. გადაცემის ფარგლებში ანის მიერ შესრულებნული ლილიკოს სიმღერის ”ლურჯი საღამო” ახლებური ვერსიის პრემიერა გაიმართა.
ანი:
ლილიკოს მუდმივად ვეხვეწები, რომ დამიწეროს სიმღერა, ის კი მეუბნება, რომ არ დაგიწერ, რადგან ყველა მაინც შენიაო. დაე იყოს ჩემი, ასე დაუკითხავად ავდექი და ჩავწერე. „ლურჯი საღამო“ ასექ ქვია სიმღერას, რომელიც 2000 წელს დაიწერა და სოფო ერგემლიძე მღეროდა მას. კომპოზიტორი ლილიკო ნემსაძეა, ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძე, ახალი ფონოგრამა ზაზა გოჩიტაშვილს ეკუთვნის. ეს არის რიგით მეორე სიმღერა, რომელსაც ლილიკოს შემოქმედებიდან ვასრულებ, პირველი იყო „შენი გაღიმება მომენატრა“. ნელ-ნელა მივადექი და „მოვიპარავ“ სიმღერებს.
ლილიკო რამდენად იღებდა ამ სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობას?
მე, ლილიკო და ზაზა ერთად ვაკეთებდით ამ სიმღერას, მე სხვა ვერიები მქონდა, ლილიკოს სხვა და საბოლოოდ ასეთი შერწყმა გამოვიდა.
როგორია შენი სამომავლო გეგმები?
მომავალში მუსიკალურ პროექტში ვაპირებ მონაწილეობის მიღებას, სანერვიულოა ძალიან, მე ერთ პროექტში ვარ ნამყოფი ამ დრომდე და ტკბილ-მწარედ მახსოვს, მაგრამ თუ არ იწვალე და შენი შესაძლებლობები არ მიაწოდე მაყურებელს, მსმენელს, ისე არაფერი გამოვა. ვაპირებ, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს ფარგლებს მიღმაც, როცა შანსი მექნება მუსიკალურ პროექტებში აუცილებლად მივიღო მონაწილეობა.
წარმატებებს გისურვებ, მადლობა სტუმრობისთვის…
ანი ბახტაძე – ლურჯი საღამო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ანი ბახტაძე. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები





