LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ავღანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 250-მანდატიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მანდატის მოსაპოვებლად 2 565 კანდიდატი იბრძვის. მათგან 417 ქალია. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე გაიხსნა.საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ.

„მოვუწოდებ ყველა ავღანელს ხმის უფლება გამოიყენონ. ეს თქვენი უფლება და საპატიო მოვალეობაა“, – განაცხადა ღანიმ.

საპარლამენტო არჩევნების შედეგები არჩევნებიდან 20 დღის შემდეგ, 10 ნოემბერს გახდება ცნობილი.აღსანიშნავია, რომ მოქმედი პარლამენტის უფლებამოსილების ვადა ჯერ კიდევ 2015 წლის ივნისში ამოიწურა. 2016 წელს დაგეგმილი არჩევნები სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე გადაიდო, პარლამენტის უფლებამოსილებები კი პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე გახანგრძლივდა.