საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რუსთავის მე-19 მიკრო რაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი ავტოფარეხის დემონტაჟის დროს აფეთქდა.
ძლიერი აფეთქების შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
მათივე ინფორმაციით, აფეთქებამ რამდენიმე ავტომობილი დააზიანა და საცხოვრებელ კორპუსში ბინების შუშები ჩამოიმსხვრა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები.
