LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ჩვენი მიზნების და ფასეულობების მხარდაჭერას ნიშნავს – პრემიერი

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, პრეზიდენტობის კანიდატს, სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნების“ მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კი გუნდის იმ წევრებს მოუწოდა, რომლებიც ჯერ საბოლოოს არ არიან ჩამოყალიბებული თავის არჩევანში.

პრემიერმა კიდევ ერთხელ განმარტა გუნდის მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე გადაწყვეტილება.

„დღეს „ქართული ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით არის წარმოდგენილი, ისევე როგორც წარმოდგენილია უმრავლესობით ადგილობირვ მუნიციპალიტეტებში. ჩვენი გუნდის პოლიტიკური ფილოსოფია გახლავთ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის მშენებლობა. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნშვნელოვანი პარტიული წარმომადგენლობა ყველა დონეზე. ამავე დროს, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი წარმოგვიდგენია ზეპარტიულ ფიგურად, ადამიანად, რომელსაც შეუძლია ითამაშოს თავისუფალი და ზეპარტიული როლი, იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანას ეს დასჭირდება.

ამასთან ერთად, ჩვენი პოლიტიკური ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილია მთავარი ამოცანა, რომელიც უნდა გადავჭრათ ქართველებთან ერთად, ეს არის საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, სწორედ ამ მონაცებიდან, ამ ფილოსოფიიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ნიშნავს ჩვენი მიზნების და ფასეულობების მხარდაჭერას,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გუნდის წევრებს მოუწოდა, ნუ “კეკლუცობენ“ და სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირონ.