როცა ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეგობრებს ტელეფონით ესაუბრება, რუსეთი და ჩინეთი ისმენენ და სწავლობენ. ამის შესახებ გამოცემა NY Times წერს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის ანგარიშებს ეყრდნობა.
პრეზიდენტის საუბრის მოსმენა მისი პირადი ტელეფონით განხორციელებული ზარების საშუალებით ხდება შესაძლებელი. დაზვერვის სამსახურმა რუსი და ჩინელი ჯაშუშების შესახებ, დონალდ ტრამპი უკვე გააფრთხილა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი თავის აიფონს მაინც არ ეშვება.
დონალდ ტრამპს ნაწილობრივ დაცული ხაზის ორი მობილური ტელეფონი აქვს, რომლითაც მას ზარების განხორციელება შეუძლია. თუმცა, როცა პრეზიდენტი მეგობრებს ან მრჩეველებს ურეკავს, ძირითადად მესამე, პირადი მობილური ტელეფონით სარგებლობს.
