LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალიან კონკრეტული – მამუკა ბახტაძე

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალიან კონკრეტული და ამავე დროს პასუხობდა იმ კონკრეტულ კითხვებს, რომელიც შეიძლება, საზოგადოებაში არსებობდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ამავე დროს მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ პარტიის თავჯდომარემ კიდევ ერთელ გამოხატა ის უმთავრესი პრიორიტეტები, რომელიც “ქართულ ოცნებას” აქვს.

„ჩვენ გვჭირდება ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერება, ჩვენს გეგმაში შედის ჩვენი ინსტიტუტების იმ სტანდარტთან დაახლოება, რაც ჩვენ გუნდ სურს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ  გარკვეული ძალები უკან ექაჩებიან ქვეყანას, სადაც იყო ადრე. მე ეს არა ერთხელ გავაჟღერე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის პრიორიტეტია ინსტიტუტების გაძლიერება და ის, რომ ქართლი პოლიტიკა არ იყოს დესოცილირებული. მე ვფიქრობ, თავჯდომარის განცხადებები იყო ძალიან კონკრეტული ამ საკითხთან დაკავშირებით.

თქვენ იცით, როგორ თანამშრომლობს ჩვენი გუნდი სამოქალაქო საზოგადოებასთან, აქაც მინდა ძალიან კონკრეტული არგუმენტი მოგიყვანოთ, რომ ჩვენ უკვე გადავედით იმ ეტაპზე, როდესაც გვყავს უკვე ახალი ტალღა რეფორმების.

ჩვენ ვცდილობთ ის რეფორმები გავატაროთ, რაც საზოგადოების ინტერესებს პასუხობს. ჩვენ ვადასტურებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურად ჩამოყალიბება დემოკრატიულ ინსტიტუტებში, ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს პროცესი არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენს ინსტიტუტებში მივაღწიოთ წარმატებას,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს და კონკრეტულად ფრაზას – სამთავრობო წევრების კეკლუცობასთან დაკავშირებით, პრემიერის თქმით, ეს ფრაზა იმ პოლიტიკოსების მისამართით ითქვა, ვინც საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს მხარს არ დაუჭერს.

პრემიერმა ასევე დააანონსა ისიც, რომ პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა დასძინა ისიც, რომ თავად უკმაყოფილოა რეგიონების მუნიციპალიტეტებში არსებული მენეჯმენტის მდგომარეობით.