LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი გამარჯვება არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლებოდა რუსეთს დამართნოდა – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი გამარჯვება არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლებოდა რუსეთს დამართნოდა.

„თუმცა, ჩვენ საერთო ენა უნდა გამოვნახოთ რუსეთთან, ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, იაპონიასთან – ეს კარგია და არა ცუდი“, – განაცხადა ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჰელსინკიში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კარგი შეხვედრა ჰქონდა.