LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტკვარში ავტომანქანა გადავარდა [ვიდეო]

თბილისში, მარცხენა სანაპიროზე, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე BMW-ს მარკის ავტომანქანა მტკვარში გადავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მძღოლი უვნებლად ამოიყვანეს

ავტომობილის მძღოლი 21 მამაკაცი იყო, რომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.