LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გითხრა ბიძინა ბიძია, რატომ წააგე?“

ჟუნალისტი სულხან ნამეჩვაძე წერს იმ მიზეზების შესახებ, რომელთა გამოც, „ქართულმა ოცნებამ“, მისი მოსაზრებით, არჩევნები წააგო.

გთავაზობთ მის სტატუსს:

„გითხრა, ბიძინა ბიძია, რატო წააგე?

1. სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა

2. ორივე თქვენი ინტერვიუ

3. გოგა ხაინდრავას ხსირი სტუმრობა სხვადასხვა ტელევიზიებში

4. ახალი პიარის უფროსი

5. იმედის წამყვანი ჩიხრაძის სახე

6. ფარცხალაძის დაცვა მთელი ხელისუფლების მიერ

7. უამრავი ვაზელინი

8. ნეპოტიზმი (რომელიც როცა მოდით გააპრავეთ)

9. კორუფცია

10. სააკაშვილის ზიზღიტ მიღებული გადაწყვეტილებები

11. ირაკლი კობახიძის ბრიფინგები

12. სარალიძე ნაც კოორდინატორი იყო და ადგილს უკავებს ნაცებს–ამის თქმა

13. კლიპი 48“

ამ კუთხით კიდევ კიდევ ერთი სტატუსი გამოვარჩიეთ.

ირაკლი ჩიქოვანი:

დოლარის ზრდამ, წვიმაში ასფალტის დაგებამ, მეშახტეების დაკიდებამ, ნაცნობობით ხალხის თანამდებობებზე დაკავებამ, ბეტონის გროვების შენებამ და უჟანგბადოდ დარჩენილმა თბილისმა ქნა ის, რაც მოხდა. ეგ ფულები, რაც კოორდინატორებს და უბნის ბაცნებს ტენეს, 100 თუ არა, რამდენიმე ქარხანას კი აგებდნენ. 6 წელი არააა ცოტა დრო, რომ რამე მართლა გაეკეთებინათ. ოცნება ერთია, რეალობა- მეორე. ჯასთრეალაიზ:) ნოთ ლეგალაიზ ონლი“.

მიზეზებზე დაწერა მოსაზრება ნანუკა ჟორჟოლიანმაც, რომელმაც აღნიშნა:

„სამი რამ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი.

  1. “საქართველომ ომი დაიწყო”-ს საქართველოს მოსახლეობამ უთხრა -არა!
  2. ოპოზიცია გაერთიანდა. გაუმარჯოს კოალიციურ მთავრობას მომავალში.
  3. ნაციონალებმა თბილისი მოიგეს.

რუსთავი 2-მა რომ უკვე მერამდენედ ქვეყანა გამოაძრო ერთი ადგილიდან, ეს მუდმივი ჭეშმარიტებაა და ვერ დავნომრავ“.