LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 10 რაიონიდან 5 რაიონში სალომე ზურაბიშვილი, 5-ში კი – გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს

ცესკო წინასწარი მონაცემებით, თბილისის 10 საარჩევნო ოლქიდან 5 ოლქში სალომე ზურაბიშვილი, 5-ში კი – გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდაზე, ვაკეში, საბურთალოზე, ჩუღურეთსა და დიდუბეში იგებს, გრიგოლ ვაშაძე კი – კრწანისში, ისანში, სამგორში, ნაძალადევსა და გლდანში, თუმცა არც ერთ საარჩევნო ოლქში არც ერთ კანდიდატს ხმათა 50 %-ზე მეტი არ მიუღია.

უფრო კონკრეტულად, ამ დროისთვის არსებული წინასწარი ინფორმაციით, ზურაბიშვილისა და ვაშაძის მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

მთაწმინდა: გრიგოლ ვაშაძე- 31,32 %; სალომე ზურაბიშვილი – 37,62 %;

ვაკე: გრიგოლ ვაშაძე – 29,4 %; სალომე ზურაბიშვილი- 37,18 %;

საბურთალო:გრიგოლ ვაშაძე– 30,4 %; სალომე ზურაბიშვილი- 37,55 %;

კრწანისი – გრიგოლ ვაშაძე– 38,27 %; სალომე ზურაბიშვილი- 37,12 %;

ისანი –  გრიგოლ ვაშაძე- 39,18 %; სალომე ზურაბიშვილი- 32,02 %;

სამგორი – გრიგოლ ვაშაძე– 41,95 %; სალომე ზურაბიშვილი – 29,9 %;

ჩუღურეთი – გრიგოლ ვაშაძე – 33,56 %; სალომე ზურაბიშვილი- 38,99 %;

დიდუბე – გრიგოლ ვაშაძე – 30,98 %;სალომე ზურაბიშვილი 38,56 %;

ნაძალადევი -გრიგოლ ვაშაძე-  – 36 %, სალომე ზურაბიშვილი – 33,4 %;

გლდანი – გრიგოლ ვაშაძე- 40,07 %; სალომე ზურაბიშვილი- 29,72 %;