LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის მთავრობა მექსიკასთან საზღვარზე 1000-ზე მეტ სამხედროს გზავნის

აშშ-ის მთავრობა მექსიკასთან საზღვარზე რამდენიმე ათას სამხედროს გაგზავნის. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

თავდაპირველად საუბარი იყო 800 ან 1000 სამხედროზე, თუმცა ახლა ირკვევა, რომ ეს რიცხვი გაცილებით დიდი იქნება. პენტაგონში კონტინგენტის ზრდაზე კომენტარისგან თავი შეიკავეს და განაცხადეს, რომ ოპერაცია ჯერ დაგეგმარების ეტაპზეა.

თავის მხრივ, „ბლუმბერგი“ წერს, რომ მიგრანტების ქარავნის დასახვედრად ვაშინგტონი 5 200 სამხედროს გაგზავნის. საზღვარზე უკვე დგას 2 100 კაციანი კონტინგენტი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა იქ ჯერ კიდევ აპრილში გადააანაწილა.

ჰონდურასელი მიგრანტების ქარავანში, რომელიც აშშ-ის მიმართულებით მოძრაობს, 3 500 ადამიანზე მეტია. ვაშინგტონმა მათი ქვეყნის ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი თქვა.