LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესამე მშობიარობის შემდეგ ქეით მიდლტონი საუკეთესო ფორმაშია (ფოტო)

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ესეკსის საგრაფოში საქველმოქმედო ორგანიზაციას Coach Core-ს ესტუმრნენ. ამ დღისთვის ქეითმა მკაცრ და აკდემიურ სტილზე გააკეთა არჩევანი. ქემბრიჯის ჰერცოგინია ტანზე მომდგარ ჯინსებსა და კუბოკრულ პიჯაკში იყო გამოწყობილი. თავისუფალ სტილზე გააკეთა არჩევანი პრინცმა უილიამმა, რომელსაც ნაცრისფერი პერანგი ნაქსოვ სვიტერთან ჰქონდა შეხამებული.

ვიზიტის ფარგლებში უილიამი და ქეითი ცენტრის ახალ და ძველ მოსწავლეებს შეხვდნენ. ცენტრი Coach Core 2012 წელს თავად მეუღლეებმა შექმნეს. ის ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობას და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.