საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-12 კონფერენცია საუკეთესო შესაძლებლობაა იმისა, რომ მათ პარტნიორებთან ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე ისაუბრონ – ამის საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს პროგრესი საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან უფრო მეტად აახლოებს.
პრემიერმა კონფერენციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ორი დღის განმავლობაში მოხდება ისეთი აქტუალური თემების განხილვა, რაც ცივილიზებული სამყაროსთვის მნიშვნელოვანია.
„დღევანდელ კონფერენციაზე განსახილველი საკითხები, ვფიქრობ, ძალიან აქტუალურია, რადგან ბოლო დროს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. ევროატლანტიკური უსაფრთხოების, თავდაცვისა და რეგიონალური სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები იქნება განხილვის მთავარი საგანი. ამავე დროს დარწმუნებული ვარ, სამომავლო პროგნოზებსაც გავაკეთებთ და დავსახავთ გამოწვევის გადასალახ გზებსაც,“ – განაცხადა ბახტაძემ.
