“მის ტრანს ვარსკვლავი 2018” მონაწილე ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე, ნახევარფინალში კუბის, ბრაზილიის, ანგოლას, ტაილანდისა და ფილიპინების კონკურსანტებთან ერთად მოხვდა, თუმცა, გამარჯვება ვეღარ მოიპოვა. “მის ტრანგენდერი 2018” ტაილანდის წარმომადგენელი გახდა. კონკურსი ბარსელონაში ჩატარდა და საქართველოს წარმომადგენელმა წელს პირველად მიიღო მონაწილეობა.
კესარია აბრამიძის კონკურსში გამოსვლას არაერთი გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელში. როგორც ჩანს, მოქალაქეთა ნაწილი კონკურსზე კესარიას სიტყვით გამოსვლით უკმაყოფილო დარჩა.
“ტრანსგენდერების კონკურსში რომ წარმოადგენ ქვეყანას, სადაც ტრანსგენდერ ქალებს კლავენ; მიკროფონს რომ გაწვდიან და იმის ნაცვლად რამე powerful speech მოარტყა უზარმაზარი აუდიტორიისთვის (სხვა კონკურსანტებივით) დაღლილი ვარო იძახი. ცხადია, ვერ გაიმარჯვებდა. მარტო ფეხების კონკურსი ეგონა ეტყობა.
თურმე გასაოცარი ინტერვიუები ქონია. კაროჩე მარტო საქართველოში შეიძლება გვყავდეს ჰომოფობი ტრანსგენდერი. ბოლო სერიაში ამ კესარიას ტაბურეტკით ვხედავ საუკეთესო სისხლისღვრის სათავეში” – წერს ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში
https://www.facebook.com/vbukia22/posts/10215314755555269
“კესო მოხვდა ფინალურ ათეულში , სადაც ათივე მონაწილეს ჰქონდა 1 წუთი, რომ სიტყვით გამოსულიყვნენ. ატიბვე მონაწილიდან ყველამ ისაუბრა ლგბტ საკითხებზე, ზოგადად გამოწვევებზე , თანასწორობის პრობლემებზე და ა.შ.
კესარია ჯერ დაიბნა და სადღაც სხვა მიმარტულებით გაიქცა, მერე ქართულად განაცხადა რომ “დიდი მადლობა ყველას და ძალიან დაბნეული და დაღლილია!”მორჩა, მეტი არაფერი. შემდეგ კესო გავიდა ექვსეულში , სადაც მონაწილეებს ჟიურიმ კითხვებუი დაუსვა. კესარიას კითხეს what you think about overpopulation”. კესომ თარჯიმანს მიმართა “აბა მითარგმნე!” ერთმა სწორად უთარგმნა , მეორე (სავარაუდოდ სტილისტი) ამ დროს ეუბნება ” რას ფიქრობ ზედმეტ პოპულარულობაზე”. საბოლოოდ კესოს პასუხი იყო “რას უნდა ვფიქრობდე , რაც უფრო მეტი კეთილი , საყვარელი და წარმატებული ადამიანი იქნება , მით უფრო კარგი”…
სამეულში კესარია ვეღარ მოხვდა…
აი, ვისაც გიკვირდათ რატომ არ ვუჭერდი ამ ადმაიანს მხარს არასოდეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წარმოადგენდა.
როგორ შეიძლება, რომ ტრანსგენდერ ქალებს კლავდნენ შენს ქვეყანაში, ლგბტ საზოგადოებას უამრავი პრობლემა ჰქონდეს და ერთი-ორი წინადადება არ მოამზადო ამის აღსანიშნავად”.. – წერს თაკო კერატიშვილი
https://www.facebook.com/tako.keratishvili.3/posts/2140249276225654?__xts__[0]=68.ARD1dtRVLPzg5gTOlhbLh2IWuHANQiW7dR4ITMOE2R2O-Z7t3wCKUGz4QGNOqkSjgP08XRG4Lx9LjCJZyCkB6UCkUxzAKRB2HWvr3pxK8vEjDHl13c9ms1W42u-O17wa_T4g6KDj-11tinNCpSk0Je8bDwd-hGLd0sTJS5d8X12gVHJXO-as9b_NK_vBO1ppqsOSlwwk6kUXSqRjgPkXGBU&__tn__=-R

