LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი „ძველ გვარდიაზე“ საუბრისას ღარიბაშვილსა და კვირიკაშვილსაც გულისხმობდა

ბიძინა ივანიშვილის მიმართვა კონკრეტულად ღარიბაშვილს ან კვირიკაშვილს არ ეხებოდა, ეს ეხებოდა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქვეყანაზე გული შესტიკვა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, ძველ გვარდიაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილი არ გულისხმობდა ცალკეულ გვარებს, არც ღარიბაშვილს და არც კვირიკაშვილს, მაგრამ მჯერა, მათაც გულისხმობდა. ვგულისხმობ იმას, რომ მისი მიმართვა არ იყო მიმართული კონკრეტული ადამიანის მიმართ, კონკრეტულად ღარიბაშვილის ან კვირიკაშვილის მიმართ, ეს იყო მიმართვა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ქვეყანაზე გული შესტკივა. ვისთვისაც ძვირფასია ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, დღეს მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს არა სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს, არამედ ძალადობრივ რეჟიმსა და თავისუფლებას შორის.

რაც შეეხება მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს, როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მმართველ გუნდში ყველა ის ცვლილება განხორციელდება, რომელიც მმართველობის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად იქნება საჭირო.