LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამთენიისას საქართველოში სამი წუთის შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 05:17 საათზე, ონთან  5.0 მაგნიტუდის სიდიდიდს მიწისძვრა მოხდა.

ეპიცენტრი ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით – 14 კილომეტრში მდებარე სოფელ მართგაჯინაში იყო.

05:20 საათზე კი  3.3 მაგნიტუდის ბიძგები საჩხერესთან  დაფიქსირდა.

ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.