LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota–ს ახალი სედანის პრემიერამდე სულ რამდენიმე დღე რჩება

კომპანია Toyota–მ მე–12 თაობის Corolla–ს დებიუტის თარიღი დაასახელა. მოდელს 16 ნოემბერს, გუანჩჟოუს ავტოსალონზე წარმოადგენენ. ავტომობილის ვიზუალი იგივე სახელის მქონე ჰეტჩბეკის დიზაინს დაემთხვევა, ტექნიკურ მახასიათებლებს კი ჰიბრიდული აგრეგატი დაემატება. ახალ სედანს იგივე ტექნოლოგიებით ააგებენ, როგორიც Prius–ისა და Camry–ს შემთხვევაში გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Corolla–ს აგრეგატი იმ ბაზარზე იქნება დამოკიდებული, რომლისთვისაც მას შექმნიან და ამის მიხედვით, ან ჰიბრიდულ ძრავს ან არაჰიბრიდულ 4 ლიტრიან Dynamic Force Engine–ს მიიღებს. ხოლო, ამერიკული ბაზრისთვის ძრავი მხოლოდ ერთი იქნება, 2 ლიტრის მოცულობის აგრეგატი, რომელიც 10 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.