პრინცი უილიმისა და ქეით მიდლტონის საქმიანი კვირა, რომელიც პირველი ომის დასრულების 100 წლისთავს მიეძღვნა, ვესტმინსტერის სააბატოში ვიზიტით დასრულდა. ფინალური გამოსვლისთვის ქეით მიდლტონმა არჩევანი „ქეთრინ უოლკერის“ ულამაზეს მწვანე ანსამბლზე გააკეთა. ქეითი ბრწყინავდა მწვანე ფერის პალტოში, რომელიც ამავე ფერის შლაპასთან ჰქონდა შეხამებული.
ზოგადად ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ქეითმა არჩევანი მუქი ფერის სამოსზე გააკეთა, რადგან თავისი დატვირთვით, ღონისძიებაც ტრაგიკულია. ის ომში დაღუპულ ადამიანებსა და სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას ეძღვნება. საინტერესოა, რომ ამ პალტოთი ქეითი 2017 წელს ირლანდიაში ვიზიტის დროსაც ვიხილეთ.


