LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეტალები, რომლებიც ქმნის ჯადოსნურ შობას – „მარქს & სპენსერის“ საახალწლო რეკლამა

წლის ყველაზე ლამაზი საშობაო რეკლამა კვლავ „მარქს & სპენსერის“ ანგარიშზეა. ლეგენდარულმა ბრენდმა ახალი საშობაო რეკლამა დღეს გაავრცელა და მას უკვე უამრავი მნახველი ჰყავს. კლიპში მთავარი აქცენტი ადამიანურ სურვილებსა და საჭიროებეზეა, რომელიც ახლ წელს ერთი ჯადოსნური ჯოხით უნდა ასრულდეს. ახალი კოლექიის კონცეფციაც  „მარქს & სპენსერმა“ დეტალებში გადაწყვიტა. ცეკვა, წვეულება, სიმღერა, ძილი და ურთიერთობა – ახალ წელს ბრენდი ყველა ადამიანის საჭიროებას მიწვდა.

კლიპში მთავარ როლს ინგლისელი მსახიობი და მოდელი ხოლი უილობი ასრულებს. ვიდეორგოლი გაფორმებულია ტომ ჯონსის კლასიკური კომპოზიციით Give a Little Love  და ის ყველა იმ კადრს აერთიანებს, რომელსაც რეკლამში ვხედავთ. მეგობრები, წვეულება, საჩუქრები, ბრიჯიტ ჯონსის სიმღერა და ბევრი სხვა –  დეტალები, რომელიც ქმნის ჯადოსნურ შობას, „მარქს ენდ სპენსერის“ სახალწლო რეკალამის იდეაა.