დღეს თბილისის ქუჩებში გამოჩნდა ბილბორდები, სადაც სალომე ზურაბიშვილის მაგივრად, საპრეზიდენტო კანდიდატის სააგიტაციოდ, გამოსახულნი არიან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე. საზოგადოების ნაწილს გაუჩნდა კითხვა, რატომ აღარ არის ბილბორდებზე საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი.
დილიდან ინტერნეტსივრცეში აიტაცეს და ბილბორდების სხვადასხვა პაროდიული ვერსიებიც გავრცელდა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.







