საქართველოში არჩევნები უკიდურესი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. მეორე ტურში დროის სიმცირის გამო, არსებული სიტუაცია უფრო დაიძაბა. მხარდამჭერები მეტად მობილიზდნენ და ვირტუალურ თუ რეალურ სამყაროში გამარჯვებისთვის ბრძოლა ყველა ფლანგზე მიდის. ეთიკური დ ამორალური დარღვევები, ცილისწამება, დარღვევებზე “თვალის დახუჭვა” … ასეთია წინა საარჩევნო გარემო.
ჩვენ შევკრიბეთ ფაქტები, თუ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში ისეთი, რაც სხვა შემთხვევაში არ მოხდებოდა და წესით, არც უნდა ხდებოდეს.
- ხალხის ნაწილს ბანკების უიმედო ვალებს უფარავენ
ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს დავალიანება უნულდებათ. საქმე ეხება შავ სიაში მყოფ 600 000 მოქალაქეს, რომელთა ვალის ძირი თანხა 2000 ლარს არ აღემატება. მოსახლეობის ვალებს ბიძინა ივანიშვილის ბანკი “ფონდი ქართუ” ყიდულობს.
ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
- პრეზიდენტობის კანდიდატი პირველი ტურის შემდეგ ბანერებიდან გაქრა და კლიპებშიც არ ფიგურირებდა, თუმცა მოგვიანებით მეორეხარისხოვან ფიგურად გამოჩნდა. ის ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე და პირდაპირ ეთერში კონკურენტთან დებატებზე უარს ამბობს.
მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძესთან დებატებზე უარი განაცხადა. ამის მიზეზად ზურაბიშვილი მის მიმართ განხორციელებულ ცილისწამებასა და მუქარას ასახელებს.
თუმცა, ის მანამდეც გაურბოდა ჟურნალისტებთან ურთიერთობას.
https://www.youtube.com/watch?v=2-JJmpIm0pU
- პრეზიდენტობის კანდიდატების ოჯახის და ახლობლების მდგომარეობას, შავი პიარისთვის იყენებენ
“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, შვილის ნათლიაზე ქორწინებისთვის აკრიტიკებენ (რომელიც გარდაიცვალა), გრიგოლ ვაშაძეს კი შვილის, ნოდარ ვაშაძის გამო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს აღნიშნულ კრიტიკაზე, საპასუხო კომენტარი არ გაუკეთებია.
https://www.youtube.com/watch?v=v2-Kueef2X4
- კონტროლიორები ავტობუსებში ბილეთებს ნაკლებად ამოწმებენ
- გარემოვაჭრეებს აკრძალულ ადგილებში ვაჭრობის ნებას აძლევენ (უფრო სწორად, არ უშლიან)
- ხალხი ერთმანეთს ხოცავს “ნაცობის” და “ქოცობის” გამო, თუმცა კონკრეტულდა არცერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მოსწონთ, არც მათი პროგრამა იციან, არც დაპირებები და არც ამ ყველაფრის ცოდნაზე არ აქვთ პრეტენზია.
ნეგატივზე აწყობილი კამპანია, მოკლე დროში მიღებული შედეგები და ინფორმაციის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა, რომელსაც არჩევანის გაკეთება ერთმანეთის დადანაშაულებაში გართულ პოლიტიკურ ძალებს შორის მოუწია. ასეთი იყო საარჩევნო კამპანია საქართველოში, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ საკმაოდ ნეგატიურად შეფასდა.
ამ თემაზე ნახეთ ექსპერტების შეფასება ფორტუნაზე: „ეს არჩევნები იყო ერთი ადგილის დატოლება“ – რატომ რჩება საზოგადოება მუდმივად იმედგაცრუებული
- მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვებებს ნაკლები ყურადღება ექცევა.

თამთა უთურგაშვილი


