LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა

ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა ნიკეას დასახლებაში მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ამ დროისათვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.