LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონში, „ძალა ერთობაშიას“ შტაბის უფროსის დაჭრის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა

ონში მომხდარი ფაქტი გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება ონის ინციდენტს, მოგეხსენებათ, რომ დაუყოვნებლივ, იმავე დღეს მოხდა ბრალდებული პირის დაკავება. მას მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი, ამ ეტაპზე ექსპერტიზებია დანიშნული და როგორც კი იქნება შედეგები, საზოგადოების ინფორმირებას მოვახდენთ. რაც ყველაზე მთავარია, იმის გამო, რომ საზოგადოებას ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გააჩნდა, რადგან დაცვის პოლიციის თანამშრომელიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ჩვენ ამ ადამიანს უფლებამოსილება შევუჩერეთ და საქმე გამოსაძიებლად საქართველოს პროკურატურას გადავეცით“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ონში, მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ შტაბის უფროსი ნოდარ ბურდილაძე დაჭრეს. ბრალდებული დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დაცვის პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ონში მომხდარ დაპირისპირების ფაქტს შეესწრო, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა.