საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 25 ათასი ლარი შესწირა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიას 21 ნოემბერს ჯერ 15 ათასი, შემდეგ კი 10 ათასი ლარი ჩაურიცხა.
„ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველებსშორის ასევე არიან ხატია დეკანოიძე (45 ათასი ლარი), გიორგი წერეთელი (10 ათასი ლარი) და შოთა მალაშხია (40 ათასი ლარი).
20-26 ნოემბრის პერიოდში პარტიას მთლიანობაში 257 ათას ლარზე მეტი შემოწირულობა აქვს მიღებული.
