LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას ქვეყანაში” – “ქართული ოცნების” ლიდერები ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავენ

კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე, გამარჯვება მიულოცა და ამომრჩეველს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

„თავს უფლებას მივცემ, წინასწარ, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე, მივულოცო ჩვენს მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება. დარწმუნებული ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას. ის უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მისიას ქალბატონი სალომე საუკეთესოდ შეასრულებს,” – განაცხადა დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ამომრჩეველს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მან სალომე ზურაბიშვილს არსებული შედეგები მიულოცა.

“ჩვენთვის, როგორც მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვან იყო როგორც პირველი ტურის, ასევე მეორე ტურის შედეგები. ჩვენ ხალხისგან გზავნილი მივიღეთ. დღეს არ არის ის დრო, რომ ზეიმისთვის დავკარგოთ. ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას ქვეყანაში, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გადავლახოთ ყველა პრობლემა და გამოწვევა. ეს ჩვენი მიზანია და ამას აუცილებლად მივაღწევთ,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.