LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ ვაშაძე საბოლოო შედეგებს ელოდება

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.

გრიგოლ ვაშაძემ, 17 საათის მონაცემებით, „ედისონ რისერჩის“ შედეგები განიხილა და განაცხადა, რომ საბოლოო მონაცემებს დაელოდება.

„ასეთი არჩევნები საქართველოში ჯერ არ ყოფილა. მოხდა ყველას მობილიზაცია, მოსყიდვა. ყველა კრიმინალი, კორუფციონერი, ნარკომანი საქმეში იყო ჩართული. მიუხედავად ამისა, 756 000 ხმა აიღო გაერთიანებულმა ოპოზიციამ. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, გაერთიანებული ოპოზიცია შედგა. ვართ მძლავრი ძალა, ჩვენ დაშლას არ ვაპირებთ. დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, მე კიდევ ერთ განცხადებას გავაკეთებ,“ – განაცხადა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ამ არჩევნებით ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია დაკარგა.

შეგახსენებთ, პირველი ეგზიტპოლების შედეგად, არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი იგებს. ამ დროისთვის ორი – “ედისონ რისერჩისა” და Gallup International-ის ეგზიტპოლებია ცნობილი.