LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფელ დიღომში, სავარაუდოდ, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თბილისში, სოფელ დიღომში, სავარაუდოდ, აფეთქების შედეგად ჩამონგრეულია ორსართულიანი სახლის კედლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია ორი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გადაყვანილები არიან საავადმყოფოში. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო – სამაშველო ჯგუფი.