,,ბილბორდმა” 2018 წელი შეაჯამა. გავლენიანმა მუსიკალურმა გამოცემამ, წლის ყველაზე პოპულარული შემსრულებლები, სიმღერები და ალბომები დაასახელა.
საინტერესოა, რომ ტოპ 10 არტისტს შორის პირველი ადგილი დრეიკმა დაიკავა. კანადელი რეპერი სინგლით God’s Plan ასევე საუკეთესო სიმღერების ათეულს ლიდერობს, დისკით Scorpion კი წარმატებული ალბომების სიაში მეორეა.
საუკეთესო მომღერალთა რეიტინგში ასევე ისეთი ვარსკვლავები და ბენდები მოხვდნენ, როგორებიც: Post Malone, ედ შირანი, ტეილორ სვიფტი, ქარდი ბი, XXXTentacion, Imagine Dragons, BTS, ბრუნო მარსი და კამილა კაბეიო არიან.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ნამუშევრებში ძირითადად დუეტები ჭარბობს, ფირფიტების ათეულში კი ფილმის, ,,დიდებული შოუმენი” საუნდტრეკიც მოხვდა.
,,ბილბორდის” ვერსიით, ,,2018 წელი მუსიკაში” ასეთია:




