ამერიკის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია ,,ინსტაგრამზე” კევინ ჰარტის ფოტოს აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ამერიკელი კომისკოსი, ,,ოსკარებით” დაჯილდოების რიგით 91-ე ცერემონიალს წაიყვანს.
,,შეეგებეთ ჩვენს ახალ წამყვანს”, – წერია პოსტის აღწერაში, სადაც ასევე ღონისძიების გამართვის დღე, 24 თებერვალია მითითებული.
შეგახსენებთ, რომ აქამდე საღამოს წამყვანები ისეთი ვარსკვლავები იყვნენ, როგორებიც ჯიმი კიმელი, კრის როკი, ნილ პატრიკ ჰარისი, ელენ დეჯენერისი, ჰიუ ჯეკმანი, ვუპი გოლდბერგი და სხვები არიან.
