მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ გურამ ბაძაღუას კურსელები და მეგობრები შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ბაძაღუა უკანონოდ დააკავეს და მისი ბრალეულობა არ იკვეთება.
მათი თწმით პროტესტი კი შეწყდება მას შემდეგ შეწყდება, რაც ბაძაღუა გათავისუფლდება. აქციის ორგანიზატორთა განმარტებით, მათ შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართეს საქართველოს პრემიერს, შს მინისტრს და ქვეყნის მთავარ პროკურორს. საქმის შესასწავლად მოთხოვნა ასევე გაგზავნილია ომბუდსმენის აპარატში.
მთავრობის ადმინისტაციის შენობასთან უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
