LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქსელში BMW M8-ის პირველი ფოტოები გავრცელდა

სიახლე უფრო აგრესიული ბამპერით, განსხვავებული რადიატორის ბადითა და დიფუზორით გამოირჩევა. M8-ს საჯარო დებიუტი 2019 წლისთვისაა დაგეგმილი.

გარდა გარეგნული მახასიათებლებისა, რომლის შეთვალიერებაც ფოტოებშია შესაძლებელი, BMW-მ რამდენიმე ტექნიკური დეტალიც გაამხილა. კუპე 4,4 ლიტრის მოცულობის თვინ-ტურბო V8 ძრავითაა უზრუნველყოფილი და მან გაგრილების განსაკუთრებული სისტემაც მიიღო. ძრავს 600 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია, ხოლო რაც შეეხება მოდელის დინამიკურ მახასიათებლებს, ავტომწარმოებელი ამაზე ჯერ-ჯერობით არ საუბრობს.