LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიას საგანში “თავდაცვა და უსაფრთხოება”, მომავალი წლიდან შეისწავლიან

სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება, მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყება. საკითხი ახალ საგანში „თავდაცვა და უსაფრთხოება“ შედის, რომელიც სკოლებში სწორედ მიმდინარე სასწავლო წლის მეორე ნახევრიდან დაინერგება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საგნის სწავლება რამდენიმე სკოლაში საპილოტე რეჟიმში, მე-10 კლასელებისთვის დაიწყება. ამისათვის უწყებას ამ ეტაპზე, 20-მდე პირი ჰყავს გადამზადებული.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ახალი არჩევითი კურსი მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა, რომელიც 2015 წელს გაფორმდა განათლების, თავდაცვის და იუსტიციის სამინისტროებს შორის.

“გაიწერა საგნის სტანდარტი, წლიური პროგრამა და მასწავლებლის გზამკვლევი. თავად თავდაცვის სამინისტრომ მიერ კი მოამზადა საგნის სახელმძღვანელო. „თავდაცვისა და უსაფრთხოების“ პილოტირებისთვის სკოლების შერჩევა ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო . ამ მიზნით, საგნის პედაგოგებად შეირჩნენ სამხედრო პირები, რომელთა გადამზადების თვენახევრიანი ტრენინგი უკვე დასრულდა და საპილოტე გაკვეთილებს ისინი მეორე სემესტრიდან ჩაატარებენ. პარალელურად იგეგმება სასწავლო პროცესზე დაკვირვება,“ – აცხადებენ სამინისტროში.