LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა რურუას ოჯახს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუსამძიმრა

ნიკა რურუას ოჯახს საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიუსამძიმრა. ის ზანდუკელის ქუჩაზე, პოლიტიკოსის საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ მივიდა.

„მე ნიკოლოზს ვიცნობ არა ერთი ათეული წელია, ახალგაზრდობიდან. ძალიან გული დამწყდა მისი წასვლის გამო. ჩვენი ცხოვრების გზები გაიყარა, პოლიტიკურადაც სხვადასხვა გუნდში აღმოვჩნდით, მაგრამ როდესაც ადამიანი მიდის, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა აქტუალობას კარგავს. ამიტომ, მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ ასაკში წავიდა ამქვეყნიდან,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრს, კულტურის ყოფილი მინისტრს ნიკა რურუას ხვალ დაკრძალავენ.