LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვინეტ პელტროუ და ბრედ ფალჩუკი ქორწინების შემდეგ პირველად გამოჩნდნენ (ფოტო)

4 წლიანი რომანის შემდეგ, გვინეტ პელტროუმ და ბრედ ფალჩუკმა  ურთიერთობა ოფიციალურად სექტემბერში დააკანონეს. საინტერესოა, რომ მას შემდეგ მედია დიდხანს ელოდა წყვილის პირველ საჯარო გამოსვლას.

ამ დღეებში, ამერიკელი ვარსკვლავები ფოტოგრაფებმა ლოს-ანჯელესში გადაიღეს. 46 წლის მსახიობი და 47 წლის რეჟისორი მეგობრის, რაიან მერფის გარემოცვაში დააფიქსირეს, რომელსაც ჰოლივუდის დიდების ხეივანში სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს.

აღსანიშნავია, რომ კამერების წინ, ,,ოსკაროსანმა” პელტროუმ და მისმა ახალმა მეუღლემ, მათი სიყვარულის დემონსტრირება მოახდინეს და ყველას დაუმტკიცეს, რომ ეს ქორწინება მართლაც მშვენიერი, სასიამოვნო და ღირსეულია.

შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთს 2014 წლიდან ხვდება. ისინი იანვარში დაინიშნნენ.