LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინო გავიდა

2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 11%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს.

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 11 თვის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2017 წლის მთლიან ექსპორტს, როდესაც საქართველოდან ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული რაოდენობის, 76,7 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა.

მათივე ცნობით, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 184,1 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ თანხებში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19% შეადგინა.

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: დიდი ბრიტანეთი – 34% (103724), იაპონია – 30% (201275 ბოთლი), პოლონეთი – 27% (3026652) და აშშ – 3% (456376); ასევე ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთი – 477% (99774), ჩეხეთი – 69% (57708), ნიდერლანდები – 41% (72249), ლიეტუვა – 19% (439980), საფრანგეთი – 15% (113885), ესტონეთი – 11% (509840), ლატვია – 10% (1612234), გერმანია – 9% (439638), კანადა – 7% (173538) და ა.შ.;

ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი – 102% (135294), ყირგიზეთი – 34% (179610), აზერბაიჯანი – 31% (146256), მონღოლეთი – 27% (214398), უკრაინა – 24% (9525172), ყაზახეთი – 10% (3396452), რუსეთი – 11% (48587707), სამხრეთ კორეა – 275% (68124), სინგაპური 6700% – (40800) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (48587707), უკრაინა (9525172), ჩინეთი (6275909), ყაზახეთი (3396452) და პოლონეთი (3026652).