LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გრემის’’ ნომინანტები დასახელდნენ (ვიდეო)

რამდენიმე საათის წინ, ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ, 61-ე ,,გრემის’’ ნომინანტები დაასახელა.

სიას ჰიპ-ჰოპ შემსრულებლები ლიდერობენ. 8 ნომინაციაში გამარჯვებისთვის კენდრიკ ლამარი იბრძოლებს. 7 გრამოფონის მოპოვებას შეეცდება დრეიკი.

6 ნომინაციაშია წარდგენილი ბრენდი კარლაილი, რომელსაც 5-5 კატეგორიით ქარდი ბი, ლედი გაგა, მარენ მორისი, Childish Gambino და H.E.R. მოჰყვებიან.

ნომინანტთა შორის ასევე კამილა კაბეიო, არიანა გრანდე, პინკი, ტეილორ სვიფტი, კელი კლარკსონი, ჟანელ მონე, ფარელი, ტრევის სკოტი, კანიე უესტი, ,,კარტერები’’ და სხვები მოხვდნენ.

საინტერესოა, რომ ,,საუკეთესო ახალი შემსრულებლის’’ ტიტულისთვის ერთმანეთს სხვებთან ერთად, დუა ლიპა და ბიბი რექსა დაუპირსპირდებიან.

 

View this post on Instagram

 

?Congratulations 61st #GRAMMYs Best New Artist nominees: @chloexhalle, @lukecombs, @gretavanfleet, @hermusicofficial, @dualipa, @missmargoprice, @beberexha, and @jorjasmith_! Check out our story to see the full nominees list. ?

A post shared by Recording Academy / GRAMMYs (@recordingacademy) on

აღსანიშნავია, რომ მაკ მილერს, რომელიც მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა, ,,საუკეთესო რეპ ალბომის’’ ნომინაცია მიანიჭეს. 

 

View this post on Instagram

 

?Congratulations 61st #GRAMMYs Best Rap Album nominees: @iamcardib, @macmiller, @nipseyhussle, @kingpush, and @travisscott! Check out our story to see the full nominees list. ?

A post shared by Recording Academy / GRAMMYs (@recordingacademy) on

შეგახსენებთ, რომ ,,გრემის’’ გამარჯვებულები 10 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გამოვლინდებიან.