პრინცი ჰარი თავისის ძმას, უილიამს ადანაშაულებს მეგანთან ურთიერთობის დანგრევის მცდელობაში.
ტაბლოიდური გამოცემის ცნობით, ჰარი თავს იდანაშაულებს, რომ ვერ დაიცვა დედა, პრინცესა დიანა და ახლა ცოლის მფარველობას ცდილობს.
„ის ვერ იტანს ოდნავ კრიტიკასაც კი მეგანის მისამართით. ის იმდენად მგრძნობიარეა, რომ ხშირად კრიტიკას და ნეგატივს იქაც კი ხედავს, სადაც არ არის“, – აცხადებს წყარო.
მანამდე ბრიტანული ტაბლოიდები წერდნენ, რომ სამეფო ოჯახში ურთიერთობები დაიძაბა. ჰარის და მეგანის კენსინგტონის სასახლიდან წასვლასაც მედია ძმებს შორის ჩხუბს უკავშირებს, თუმცა ოჯახმა ეს ოფიციალურად უარყო და ეს გადაწყვეტილება პრივატულობით ახსნა.
