LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია 16 დეკემბერს თელავში აქციის ჩატარებას რუსთაველის ქუჩაზე გეგმავს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად, თელავში საპროტესტო აქციის ჩატარებას რუსთაველის ქუჩაზე გეგმავს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

გიორგი ბოტკოველმა თელავის მერიის კანცელარიას უკვე ჩააბარა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელ პირებს აცნობა, რომ 16 დეკემბრის აქციას ერეკლე მეორის ძეგლსა და მრავალწლოვან ჭადარს შორის არსებულ პერიმეტრზე გამართავენ.

მისი თქმით, პროტესტი იქნება მშვიდობიანი.