LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსი ახალი პარფიუმის რეკლამაში (ვიდეო)

ბრიტნი სპირსმა ,,ინსტაგრამზე” ახალი პარფიუმის სარეკლამო რგოლი გამოაქვეყნა. Prerogative ასე ჰქვია პოპ პრინცესას პირველ უნისექს სუნამოს, რომლის საიმიჯო ვიდეოსთვის, თავად 37 წლის ვარსკვლავმა იპოზიორა.

საინტერესოა, რომ სანაპიროს ფონზე გადაღებულ ჰაეროვან კლიპში, ამერიკელ მომღერალს თეთრი ბიუსტჰალტერი აცვია და სექსუალური მზერით კამერას თვალს არ წყვეტს.

 

View this post on Instagram

 

Be free. Be fierce. Be you. #MyPrerogative

A post shared by Britney Spears (@britneyspears) on

აღსანიშნავია, რომ 2 შვილის დედის ვიზუალი ინტერნეტმომხმარებლებმა, 2004 წლის იმ იმიჯს შეადარეს, რომლითაც სპირსი სიმღერის Everytime მუსიკალურ რგოლში გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტნი სპირსმა საკუთარი არომატების წარმოება 2004 წელს დაიწყო.