პრეზიდენტის მრჩევლის, ნიკოლა სელაკოვიჩის განცხადებით, ბელგრადმა, შესაძლებელია, კოსოვო ოკუპირებულ ტერიტორიად გამოაცხადოს.
სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა პრიშტინას ამ ნაბიჯს „რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ ყველაზე პირდაპირი მუქარა“ უწოდა. მანვე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა აპირებს მოიწვიოს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა იმის გამო, რომ კოსოვო აპირებს შექმნას რეგულარული არმია.
