არიანა გრანდე აქტიურად აგრძელებს მეხუთე სტუდიური ალბომისადმი ინტერესის გაღვივებას და ქსელში ახალ ნამუშევარს ავრცელებს. Imagine ასე ჰქვია ამერიკელი შემსრულებლის საიმიჯო სინგლს მომავალი დისკიდან, რომლის რელიზის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
26 წლის ვარსკვლავის თქმით, ტრეკი უკვე გამოსულ Thank U, Next-ისა და უახლოეს მომავალში დაანონსებულ 7 Rings-ის განწყობას დააბალანსებს.
საინტერესოა, რომ სიმღერის ტექსტში მსმენელი არაერთ მინიშნებას ამოიცნობს, რომლებიც მომღერლის წარუმატებელ ურთიერთობებს უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ სიახლე ახალგაზრდა არტისტის პირველი სინგლია 2014 წლის ჰიტის Problem შემდეგ, რომელიც ამერიკული iTunes-ის ჩარტში პირველ ადგილზე, რელიზიდან უმოკლეს დროში მოექცა.
არიანა გრანდეს ახალი სინგლის Imagine მოსმენა და შეფასება თქვენ უკვე შეგიძლიათ ჩვენს განახვებულ ვებგვერდზე.
