LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაპლანდიაში საშობაო სამზადისი მიმდინარეობს (ვიდეო)

სანტა კლაუსის სოფელში, რომელიც ფინეთის ქალაქ როვანიემიდან 8 კილომეტრში მდებარეობს, საახალწლო სამზადისი დასასრულს უახლოვდება. სანტა კლაუსისა და მისი ელფების ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა.

ყოველწლიურად სანტას ოფისი 500 000-მდე წერილს იღებს. მის სანახავად იქ პირადად ასობით ადამიანი ჩადის. ამის გამო სანტა კლაუსის ადგილსამყოფელი ფინეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.