LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა – ლომჯარია გახარიას პასუხობს

მე პატივს ვცემ ქართულ პოლიციას, მაგრამ ჩემი მანდატი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაა. პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა”,- ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა მინისტრსი დღევანდელ განცხადებას.
დღეს, მას შემდეგ,ნინო ლომჯარიამ შსს-ს მიმართა, თელავისკენ მომიტინგეთა თავისუფლად გადაადგილება უზრუნველეყო, გახარიამ მას მოუწოდა, აქციის მონაწილეების ქცევასაც მიაქციოს ყურადღება.
“ზოგჯერ პოლიციის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა ხანდახან”, – განაცხადა გახარიამ.

პასუხად ლომჯარია ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება და პოლიციის უსაფრთხოება დაცული იქნებოდა, შსს-ს ოპოზიციისთვის წინასწარი გაფრთხილება რომ მიეცა.

“მე ვფიქრობ, ოპოზიციისთვის წინასწარ რომ ყოფილიყო გაფრთხილება გაკეთებული, რომ ამ გზით ვერ შევიდოდნენ თელავში და ალტერნატიული გადაადგილების გეგმა თუნდაც წინა დღით შეეთავაზებინათ, ოპოზიცია უფრო დროულად ორგანიზდებოდა და პოლიციას არ მოუწევდა საპროტესტოდ დამუხტული მასის აგრესიის ატანა. ამით უფრო იქნებოდა დაცული გამოხატვის თავისუფლება და პოლიციის უსაფრთხოება. მე პატივს ვცემ ქართულ პოლიციას, მაგრამ ჩემი მანდატი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაა. პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა”, – წერს ლომჯარია გახარიას საპასუხოდ.