დღეს ბერა ივანიშვილის დაბადების დღეა. ყოფილი პრემიერის შვილი, ქართველი რეპერი 24 წლის გახდა.
დაბადების დღეს ბერას მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე ულოცავს.
ინსტაგრამზე ის ერთად გადაღებულ ახალ ფოტოს აქვეყნებს წარწერით:”ბედნიერი 24-ე დაბადების დღე, ჩემო სიყვარულო”.

ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი მიმდინარე წლის 11 ნოემბერს დაიწერეს. წყვილი ახლა ყაზბეგში ისვენებს და გულშემატკივრებს ფოტოებით ანებივრებს.
სად ისვენებს ბერა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად (ფოტოები)
„სიყვარულით, საქართველოდან“, აწერია ფოტოს, რომელიც ბერამ საკუთარ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.
