LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა შინდისის გზაზე – გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

შინდისის ახალ გზაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცივი იარაღით 2 ახალგაზრდა მამაკაცია მოკლული.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, არიან დაჭრილებიც. 2 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

უწყების ცნობითვე, საქმეში ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.