“ემიგრანტების აზვირთებულმა ტალღებმა გაზაფხულამდე საქართველოს უნდა მიაღწიოს – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ შეუერთდა ემიგრანტების კამპანიას სოციალურ ქსელში სახელწოდებით “ერთად სახლში”. მისი თქმით, ის აპირებს შეხვდეს ქართველ ემიგრანტებს.
“ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები და წავიდეთ ჩვენი სამშობლოს დასაბრუნებლად”, — ამბობს სააკაშვილი.
“უცხოეთის უბნებზე ოპოზიციამ გაიმარჯვა უზარმაზარი უპირატესობით, სადაც ხახვი კარტოფილი ვერ დაარიგეს და სადაც მოსყიდვა არ მუშაობს. ეს არ კმარა, ყველა ქართველს ენატრება საქართველოში დაბრუნება, ყველას უნდა თავისი შვილები იქ გაზარდოს, ყველას უნდა თავის შვილებს დაუბრუნდეს და არაფერი არ ჰქონდეს გასაქცევი. ჩვენ დიდი ტალღა უნდა ავიზვირთოთ და ამ აზვირთებულმა ტალღებმა გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე და საქართველოს ყველა ქალაქამდე და ქართველებმა უნდა დაიბრუნოს საქართველო. მე თქვენთან ერთად წამოვალ, წამოვალ არაფრის არ მეშინია ბოლომდე გავალთ. ერთად სახლში”, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/214820289459837/
