LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეგვიპტეში, გიზის პირამიდებთან აფეთქების დროს ორი ტურისტი დაიღუპა და 12 დაშავდა

ეგვიპტეში, გიზის პირამიდებთან ახლოს აფეთქების შედეგად ორი ვიეტნამელი ტურისტი დაიღუპა. ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 12 ადამიანი.

დაშავებულთა შორის არის ორი ეგვიპტელი, მათ შორის არის ავტობუსის მძღოლი.BBC-ის ინფორმაციით,  ისინი ტურისტული ავტობუსით გადაადგილდებოდნენ.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.