ვფიქრობ, აუცილებლად იქნება გუნდში ერთიანობა შენარჩუნებული,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.ირაკლი კობახიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ თანამდებობის დატოვების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, ბესელიაზე უფრო მაღალი თანამდებობის პირებსაც ჰქონდათ მოსამართლეების სიაზე განსხვავებული პოზიცია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ ეკა ბესელიამ მიიღო.
კობახიძე განმარტავს, რომ მოსამართლეების სიასთან დაკავშირებული პროცესების შეჩერება ბესელიას წასვლაზე არ იყო დამოკიდებული, რადგან ზუსტად წინა დღეს, პარლამენტმა ეს პროცესი ისედაც შეაჩერა.
„ზოგადი პასუხი უნდა გაგცეთ, ყველაფერი არის დამოკიდებული წესების დაცვაზე. ეს მარტივი წესებია, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემაში მოქმედებს, არ უნდა დაუპირისპირდე თანაგუნდელს, არ უნდა გამოიტანო ეს გარეთ, ეს არის ოქროს წესი. ეს არ იყო ერთეული, იყო სხვა შემთხვევებიც, სადაც იყო ნიშნები გარკვეული წესების დარღვევის, ყველა დეპუტატთან გვაქვს ამასთან დაკავშირებით საუბარი და ეს არის საერთო სულისკვეთება, შიგნით ყველას უნდა მოვუწოდოთ წესების დაცვისკენ და თუ ეს იქნება უზრუნველყოფილი, დარწმუნებული ვარ, ზოგადი სურათი იქნება ძალიან ჯანსაღი და ძალიან სწორი. მე ვფიქრობ, აუცილებლად იქნება გუნდში ერთიანობა შენარჩუნებული“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უმრავლესობაში კრიზისი არ არის, არამედ არის პროცესები, “რომელიც გადაივლის”. მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” აქვს იმის რესურსი, რომ პროცესები მაქსიმალურად მართოს, “ამაზე პასუხისმგებელი ვართ და ამ ვითარებას კრიზისს ვერ დავარქმევდი”, – განაცხადა კობახიძემ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიასთან დაკავშირებით კი, კობახიძე აცხადებს, რომ ამ თემაზე გუნდში აზრთასხვადასხვაობა არსებობს, როგორც პროცედურებთან, ასევე თავად სიასთან დაკავშირებით, რაც კობახიძის შეფასებით ჯანსაღი და დემოკრატიული პროცესია.
პარლამენტის თავმჯდომარემ „ქრონიკაში“ იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნაზეც ილაპარაკა. მისი თქმით, 2012 წელს სასამართლოც ცვლილებები იყო ფუნდამენტური და ამის სტატისტიკური მაგალითები მოიყვანა.
„წინასწარი პატიმრობის მაჩვენებელი სამჯერ არის შემცირებული. ეს მაჩვენბელი 18 ათასის ნაცვლად 6 ათასია. პატრულის და ტექნოპარკის წინააღმდეგ საჩივრები სულ 3 იყო დაკმაყოფილი და დღეს 600-ს არის აცდენილი“
„მურუსიძის გამწესება იყო სასამართლოს პრეროგატივა. არის ფუნტამეტური პროგრესი და კონკრეუტლი ძალები რომელბიც ცდილობენ სპეკულირებით გადაფარონ. მოხდა მისი დემონიზაცია პოლიტიკური ოპონენტების მიერ, როგორც კი მათ დაინახეს რომ მურუსიძე გახდა დამოუკიდებელი, მაშინვე დაიწყო მისი შევიწროება პოლიტიკური შინაარსით, მე არ ვარ მელიასავით უცოდველი რომ მას ქვა ვესროლო. გირგვლიანის მკვლელების ტელევიზია აქეთ ეწინააღმდეგება მურუსიძეს“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
