ქუთაისში, ახლად რეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე, ერთ–ერთ მინის ფილას ბზარები გაუჩნდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხიდზე გადაადგილება საფრთხისშემცველია და მერიას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
“ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენლებმა დაზიანებული ხიდის ფილაზე სტიკერი წარწერით: “ფრთხილად სახიფათოა” გააკრეს. ქალაქის მერიაში ვარაუდობენ, ეს გამიზნული ვანდალური ქმედებაა.
ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მიმდებარედ არსებული კამერების ვიდეოჩანაწერებს ამოიღებენ, რათა დადგინდეს, ვინ გატეხა ისტორიულ თეთრ ხიდზე არსებული მინა.

