LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ერთ-ერთი კაფე გაქურდეს

ერთ-ერთი კომერციული ობიექტი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე  გაქურდეს. მომხდარი ფაქტის შედეგად ჩამსხვრეულია მაღაზიის ვიტრინები, სავარაუდოდ, წაღებულია სალაროში თანხა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დგინდება ზარალის ზუსტი რაოდენობა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.